გაკვეთილის რეფლქსია ,,ერთი მანეთის შოვნა;;



გაკვეთილის რეფლექსია 
2019 წლის 19 მარტს ჩავატარე სტანდარტული ტიპის გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო ქართული ხალხური ზღაპარი ,,ერთი მანეთის შოვნა’’.გაკვეთილის მიზანი განსაზღვრული  იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად.   კერძოდ, მიზნად მქონდა დასახული შემდეგი:    მოსწავლემ შეძლოს  ტექსტის კითხვა, გაგება, გააზრება;  პერსონაჟის/პერსონაჟების დახასიათება. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის ქცევის მიმართ;   არგუმენტირებული მსჯელობა და დასკვნის გამოტანა. 
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების დროს მე-3კლასში კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი აქვს. წაკითხულის გადმოცემა, მასზე აზრის გამოთქმა, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა კი  ხელს უწყობს გაგება-გააზრების პროცესებს. სწორედ ამიტომ ავიღე მიზნად ტესტის წაკითხვა და გაგება-გააზრება.   
 პრიორიტეტი შევაჩერე იმ მეთოდებზე, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებიდან  და  ეროვნული სასწავლო გეგმის მოსალოდნელ შედეგებიდან მომდინარეობდა. გაკვეთილზე განხორციელებულმა აქტივობებმა შესაძლებლობა მომცა დასახული მიზნისთვის  მიმეღწია.   ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ დაგეგმილი ყოველი აქტივობა, იყო გააზრებული და ემსახურებოდა მიზნის მიღწევას.   
გამოწვევის ფაზაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში წავმართე  მუშაობა.  თემის მაპროვოცირებელი კითხვების დასმით  გავააქტიურე მოსწავლეები, დავაინტერესე , რითაც გამოვიწვიე მათი ჩართულობა და ავუმაღლე მოტივაცია; შევქმენი ფონი თემის გასავრცობად. ამის შემდეგ ლოგიკურად გადავედი ტექსტის კითხვაზე. გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე  მრავალფეროვანი კითხვები, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. კითხვების დასმის დროს ვიყავი  თანმიმდევრული. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით ხელი შევუწყვე  მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. პერსონაჟთა დახასიათების, მათი ქცევის მოტივის განსაზღვრის დროს მოსწავლეები  არგუმენტირებულად მსჯელობდნენ, აჯამებდნენ, გამოჰქონდათ  დასკვნები. მთელი გაკვეთილის პროცესში ვიყავი  ფასილიტატორის  როლში და მთელ კლასს წარმატებით ვრთავდი  სწავლების პროცესში. განსაკუთრებული და ბავშვებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა,,ცხელი სკამი’’ მთელი კლასი ჩართული იყო პროცესში.აქტივობამ ხელი შეუწყო  პერსონაჟის გრძნობისა და განცდის გათავისებას, შინაარსის  უკეთ გააზრებას, გაგებას, გათავსებას.   

Комментариев нет:

Отправить комментарий