პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




სსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


,,წიგნიერების დონე დაწყებით კლასებში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები’’










ავტორი : დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი თამარ მაისურაძე


სარჩევი
     შესავალი    --------------------------------------------------------------------------------- 3
თავი  I
1.1     საკვლევი თემის აქტუალურობა  -------------------------------------------------------5
1.2      კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------------6
1.3     კვლევის ამოცანა -------------------------------------------------------------------------7
თავიII
2.1      ლიტერატურის მიმოხილვა -------------------------------------------------------------7
2.2     კვლევის ვადები ---------------------------------------------------------------------------11
თავიIII
3.1     მეთოდოლოგია ----------------------------------------------------------------------------12
3.2      სამიზნე ჯგუფი --------------------------------------------------------------------------- 13
თავიIV
4.1     კვლევის შედეგები ------------------------------------------------------------------------13
თავი V
5.1     ინტერვეცია --------------------------------------------------------------------------------16
5.2     ინტერვეციის შეფასება -------------------------------------------------------------------21
თავი VI
6.1        მიგნებები ---------------------------------------------------------------------------------22
6.2     რეკომენდაციები ---------------------------------------------------------------------------22
6.3     დასკვნა ------------------------------------------------------------------------------------- 23
გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------------------------------------------- 24
დანართები ---------------------------------------------------------------------------------------27
                                                             

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანარიშს.
                                                                          




კვლევის ავტორი ამავე სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი თამარ მაისურაძე.


შესავალი
 „წიგნიერება განისაზღვრება როგორც საზოგადოების მიერ ღირებულად მიჩნეული და/ან ინდივიდისათვის ფასეული წერილობითი ენობრივი ფორმების გაგებისა და გამოყენების შესაძლებლობა.’’ 
 წიგნიერება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კომპეტენციაა. ადამიანის წარმატებას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში სწორედ წიგნიერება განსაზღვრავს. რთულია ვიპოვოთ წიგნიერების  ერთმნიშვნელოვანი განმარტება, რადგან იგი მოიაზრებს რამდენიმე უნარის განვითარებას ინდივიდში. რაც ,,ტრადიციული გაგებით გულისხმობს კითხვის, წერის , მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს’’. დღეს კი ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს: თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ,,ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების გადაწყვეტილებების მიღების  და პრობლემების მოგვარების უნარი, იმ  ცოდნის საფუძველზე , რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იღებს’’
 წიგნიერების თემა მეტად პრობლემურ საკითხად დგას  არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულა არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და პრობლემას წაროადგენს თანამედროვე საქართველოსათვისაც. უკანასკელ პერიოდში ამ მიმართულების ხელახალი გააზრებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, 2006 წელს ჩატარდა PIRLS-ის მიერ საერთაშორისო დონის კვლევა, რომლის მიზანიც გახლდათ 9-10 წლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის შესწავლა. 45 მონაწილე ქვეყანას შორის, კვლევის თანახმად, საქართველო, სამწუხაროდ, ბოლოდან მე-9 ადგილზე აღმოჩნდა.  საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. ამავე კვლევების თანახმად საქართველოს სკოლების  მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული, ფაქტობრივი  ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ გამოიკვეთა პრობლემები. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები. სწორედ წაკითხულის გააზრება, გაგება, ლოგიკური,არგუმენტირებული  მსჯელობის უნარი, ეს ის უნარებია, რომელიც ძირეულად უკავშირდება და განაპირობებს სხვადასხვა საგანში მიღწეულ შედეგსა და წარმატებას.  თუ მოსწავლეს არ შეუძლია არამხატვრული ტექსტების გაგება და ინფორმაციის დამუშავება, – მაგალითად, მათემატიკური ამოცანის პირობის გააზრება, – ის ვერც ამოცანას ამოხსნის. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მხატვრულ ტექსტებთან მუშაობისას მას გაუჭირდება ინფორმაციის დაჯგუფება,ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა, მაგალითად, კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა. მიზეზ-შდეგობრივი კავშირის გამოვლენა და ა.შ . წიგნიერების დონის ამაღლება და ამ საკითხზე ორიენტაცია სწორედ რომ არის  ძირეულად  მნიშვნელოვანი მოსწავლეთა წარმატებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნიერება საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, ერთი რამ ცხადია: კითხვის, ტექსტთან მუშაობის ცოდნა თუ უნარი განათლების მიღების ძირითადი საყრდენია. წიგნიერება ერთ-ერთი ძირეული კომპეტენციაა, რომელსაც ადგილი უკავია ეროვნული სასწავლო გეგმაში გამჭოლ კომპეტენციებს შორის.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტში მოცემული კომპეტენციების ათვისებამ კი ბავშვს საშუალება უნდა მისცეს :
Ø წაიკითხოს და გაიგოს ფუნქციური ტექსტები (მაგ: ინსტრუქცია, განაცხადი, რეკლამა და სხვა)
Ø ინტერესით წაიკითხოს მხატვრული ნაწარმოები და შეძლოს მათი გაგება გააზრება.
Ø იაზროვნოს კრიტიკულად და შემოქმედებითად.
წიგნიერების განვითარება მრავალმხრივი პროცესია და მასწავლებლის მაღალ კომპეტენციას  მოითხოვს . წიგნიერების გარემოს ორგანიზება, ეფექტური გაკვეთილების წარმართვა, შესაფერისი რესურსების მოძიება და გამოყენება სათანადო მზაობას და მუდმივ პროფესიულ ზრდას საჭიროებს ( პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია  ,,წიგნიერება“, სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი. თბილისი 2012
თავი I
საკვლევი თემის აქტუალურობა
დიდია დაწყებითი სკოლის როლი წარმატების მისაღწევად სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე უყალიბდება მოსწავლეს საფუძვლები საბაზო საფეხურზე სწავლისათვის . დაწყებით საფეხურზე უნდა შევუქმნათ პირობები მოსწავლეს იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომელიც დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. წიგნიერება კი სწორედ ის თემაა, რომელიც კომპლექსურად მოიცავს რამდენიმე უნარის განვითარებას, რომელიც ადამიანს სჭირდება განვითარებისა და საზოგადოებაში თითრეალიზაციისთვისაც კი. გაერთიანებული ერების განათლების , მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO ) წიგნიერებას განმარტავს, როგორც ,,განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, შექმნის კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმა კონტექსტიდან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარე-ჩვევების ერთობლიობას. წიგნიერების ცნება გულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობასა და ინდივიდის პოტენციალს მიაღწიოს მიზნებს, გაიღრმავოს ცოდნა და სრულად მოხდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება’’(პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია ,, წიგნიერება’’ მასწავლებლის სახელმძღვანელო)
  გასული სასწავლო წლის განმავლობაში, როდესაც სკოლის ბაზაზე ვახორციელებდით კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრის მთავარ თემად წიგნიერება გვქონდა არჩეული. მას შემდეგ გადავწყვიტე კვლევა ამ საკითხის შესახებ მეწარმოებინა. კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები კერძოდ, ,მესამე დ კლასი.
ჩემ მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა  წიგნიერებასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები :
·       . მოსწავლეებს უჭირთ ტექსტის შინაარსში სიღრმისეული წვდომა, უჭირთ პრობლემის განსაზღვრა.
·       საკითხის გარშემო კრიტიკული აზროვნება
·       . არგუმენტირებული მსჯელობა;
·       . საკუთარი მოსაზრების გამოხატვა წაკითხულის /საკითხის მიმართ;
·       ნაკლებად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას ;
ამდენად, ვფიქრობ, რომ წიგნიერების თემა მეტად აქტუალური და პრობლემატური საკითხია .
        
კვლევის მიზანი:
ჩემი კვლევის მიზანია შევისწავლო აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები, მოვიფიქრო ამ პრობემის დაძლევის მაქსიმალურად ყველა ოპტიმალური გზა. ხელი შევუწყო მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას. შევუწყო ხელი მათ ჩამოყალიბდნენ კარგ მკითხველებად. ასევე გავუზიარო კოლეგებს ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები, რათა კოლეგებმა დაინახონ მსგავსი აქტივობების განხორციელების აუცილებლობა. ცნობილი გახდეს რომელი ტიპის აქტივობები აძლიერებს ამა თუ იმ დავალების უკეთ აღქმის პროცესს, მოსწავლის რომელი უნარების განვითარებაზეა იგი  ორიენტირებული.  ასევე დავაკვირდეთ, რამდენად გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, რამდენად სახალისოც იქნება ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვეციები მათთვის , რამდენად შედეგიანი და  როგორ  აისახება  იგი  სწავლის  ხარისხზე. რაც , ვფიქრობ, დადებითად წაადგებათ  მათ პედაგოგიური  საქმიანობის განხორციელების დროს.

კვლევის ამოცანა
ჩემი კვლევის ამოცანა,  რა თქმა უნდა, გამომდინარეობს დაწყებითი საფეხურის ამოცანებიდან. კერძოდ:
) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, და
სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და
სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო
საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად,
უნარ-ჩვევების   გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად,
რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
ანალიტიკური აზროვნება წიგნიერების დონის განმსაზღვრელი ფაქტორია. ამის შესახებ არაერთი კვლევა  ჩატარებულა, არაერთი მეთოდოლოგიური ლიტერატურა გამოიცა და განათლების ექსპერტები თუ ფსიქოლოგები გვიზიარებენ თავინთ მოსაზრებებს. წიგნიერების განვითარებისათის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მიზნების დასახვა, ძირითადი საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის მოტივაციის გაღვივება, მათი აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორი, განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსი გვთავაზობს განათლების თეორიას, რომლის საფუზველზე ვეცნობით ინფორმაციის მიწოდების ისეთ ფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს აზროვნების ამოქმედებას და ეფექტურ სწავლებას.  პერკინსის თეორიის   მიხედვით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას. დევიდ პერკინსის აზრით, ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის მნიშვნელობაზე  ფიქრობენ. განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და  აქტიური გამოყენება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს, ხოლო პერკინსის აზრით, მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას,  როცა სწავლის პროცესში ხდება მისი გააზრება. მაშასადამე, ,,აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას”;
 ამის მისაღწევად კი პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს".
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ 4 ძირითადი კითხვა:
1.                                      რისი სწავლა ღირს? 
2.                                      რატომ არის ამის სწავლა რთული?
3.                                      ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლოთ?
4.                                      როგორ მიდის სწავლის პროცესი?
ამ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს მასწავლებლის სამოქმედო გეგმა კლასში. ყოველ თემას ამ 4 ძირითადი კითხვის საფუძვლებიდან  უნდა მივუდგეთ, თუ გვსურს, რომ შედეგი  მივიღოთ.
პერკინსის ,,თეორია ერთის’’ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები
დიდაქტიკური- ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ნათლად უნდა გააცნოს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი.მისცეს ინსტრუქცია, თუ რა უნდა გააკეთონ.  აუხსნას რაში უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა. გაკვეთილის ბოლოს მოახდინოს უკუკავშირი და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ ამ მასალის შესწავლა მართლაც სასარგებლოა მათთვის
სოკრეტისეული-მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომელზეც არ აქვს მზა პასუხი. მოსწავლე უნდა დაფიქრდეს, იმსჯელოს, გამოთქვას ვარაუდები, გააკეთონ დასკვნები, იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები, თავად მივიდნენ სწორ პასუხამდე;
 პრაქტიკული- მეთოდის მიზანია პრაქტიკულად განახორციელონ  ნასწავლი და გაიზრონ. ამ  დროს ხდება ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისათვის. მისი მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისათვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება.
თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში.
ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი ბენჯამინ ბლუმი კი შეეცადა გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა ისახავდეს მასწავლებელი მიზნად გაკვთილზე შესვლამდე? ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია კი შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ბლუმის მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეში.
ბლუმის მიხედვით, სწორედ ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა, კერძოდ, მეოთხე დონეზე მდგარი ბლუმის ტასონომიაში, რის შემდეგ საფეხურს იკავებს სინთეზი და შეფასება,  და მასში იგულისხმება:
Ø მასალის შემადგენელ ნაწილებად დაყოფა;
Ø ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
Ø დაფარული აზრის აღმოჩენა, ახსნა;
Ø მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.
Ø პერსონაჟის დახასიათება და მათი ქცევის მოტივების ამოცნობა;
Ø ამბის ლოგიკური თანმიმდევრობით გაგრძელება, ინტერპრეტირება;
მაშასადამე, ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ანალიზი  არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც მოსწავლის ცნობიერებაში ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მომდევნო დონეების (სინთეზი და შეფასება) განვითარებას.
,,საზოგადოდ, ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურება მასში არსებული ძალების მოქმედებასა და აქტივობაში მდგომარეობს.’’ ამას დიმიტრი  უზნაძე ფუნქციურ ტენდენციას უწოდებს. ანუ ფუნქციობის მოთხოვნილება ცოცხალ ორგანიზმში თანდაყოლილია. მაგრამ ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ არის განვითარებისთვის: ,, ბავშვის შინაგანი შესაძლებლობები მხოლოდ შესატყვისი გარე პირობების ნიადაგზე პოვებს რეალიზაციას,’’– წერს დ. უზნაძე. რასაკვირველია, სასკოლო გარემოში სწავლა გა რკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ,  მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ — სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი — მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა. მაღალი სააზროვნო უნარების განმავითრებელი აქტივობების ჩართვა კი  საგაკვეთილო პროცესში  აუცილებელი  და მიზანმიმართული პროცესია, რომელიც სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ის  ამაღლებს მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებს, აძლიერებს სწავლის მოტივაციას  და იძლევა  უკეთეს შედეგს. ასევე ეხმარება მასწავლებელს სასწავლო პროცესის   საინტერესოდ  დაგეგმვაში. უზნაძე აღნიშნავს,რომ სწავლის პროცესში ძირითადი   მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას. “სწავლაში ძირითადი კონკრეტული ჩვევა და ცოდნა  როდია, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას“ (უზნაძე,2003 (განვითარებისა და სწავლის თეორიები (2008) მასწავლებელთა პროფესიული   განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”)
კვლევის დაწყების წინ, ვიხელმძღვანელე ჯეფრი მილსის სახელმძღვანელოთი მკვლევარი პედაგოგებისთვის ,, სამოქმედო კვლევა" და  კოჰენის, მანიოონისა და მორისონის  კვლევის მეთოდები განათლებაში“ ( თბილისი.  2012 ) მიხედვით, რომელმაც შემიქმნა წარმოდგენა, თუ  სტრუქტურულად როგორ დამელაგებინა ჩემი კვლევის ანგარიში. პარალელურად ვხელმძღვანელობდი ჟურნალით მასწავლებელი“ http://mastsavlebeli.ge/?p=3994

საკვლევი თემის მიზანი განვსაზღვრე ეროვნული სასწავლო მიზნიდან გამომდინარე                  
კვლევის ვადები

იანვარი
თებერვალი -მარტი
აპრილი -მაისი
ივნისი
პრობლემის შერჩევა


ü   




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება


ü   



ანკეტირება

ü   




მიღებული შედეგების ანალიზი



ü   


სავარაუდო ინტერვენციების განხილვა



ü   


ინტერვენციის განხორციელება



ü   
ü   
ü   
ინტერვენციის შედეგების ანალიზი





ü   
პრეზენტაცია კოლეგებთან შედეგების გაცნობა






ü   

თავი III
მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდები:
ანკეტირება;
დიაგნოსტიკური ტესტირება;
წარმატებული კვლევის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მეთოდების გამოყენება. ვფიქრობ,  რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობის წინაპირობაა.   
პრაქტიკული კვლევის ფარგლებში გამვოყენე კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები . მოსწავლეთა შევსებული კითხვარების , ასევე ჩემ მიერ წარმოებული დაკვირვებისა და სადიაგნოსტიკო ტესტირების  საფუძველზე გავაკეთე გარკვეული დასკვნები.
 ანკეტირება -ანკეტირებისათვის მოვამზადე კითხვარი მოსწავლეთათვის . კითხვები იყო დახურული. ანკეტირება გულისხმობდა ანონიმურონის დაცვას, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო გულწრფელი პასუხები, გამოკითხვა იყოს უფრო სანდო.
ტესტირება კი იმისათვის გახდა საჭირო, რომ დამედგინა რამდენად აქვთ განვითარებული მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების უნარები. რის შემდეგაც უნდა დაგეგმო გასახორციელებელი ინტერვეციები.

სამიზნე ჯგუფი:
სსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლის მესამე დ კლასი
თავიIV
კვლევის  შედეგები
ანკეტირებამ , რომელიც განვახორციელე მესამე კლასის მოსწავლეებთან მომცა შემდეგი სურათი :
1.  როგორ ერთობი თავისუფალ დროს?
2.     გიყვარს თუ არა კითხვა?


3.    წიგნს ვკითხულობ .....


4.      როგორი ჟანრის წიგნები მოგწონს?


5.     რა სიხშირით კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
     
ანკეტირების შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა თავისუფალ დროს თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. ნაკლებ რაოდენობას უყვარს კითხვა და უმრავლესობა კითხულობს მშობლის, ან მასწავლელის მითითებით. ჩემი მიზანია: აღვუძრა მოსწავლეებს კითხვისადმი ინტერესი, შევძლო მათი გემოვნების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა, შევძლო, ვაქციო ისინი კარგ მკითხველებად. ამ მიზნით გადავწყვიტე  კვირაში ერთჯერ  ჩავატარო ,,კითხვის საათი’’. მათ შევთავაზებ მათი ასაკის შესამაბის მხატვრულ ლიტერატურას.
მისია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება
მიზანი: კითხვისადმი ინტერესის გაზრდა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბება.  
შედეგი:  მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან კარგ მკითხველებად; განუვითარდებათ ანალიტიკური და შემოქმედები აზროვნების უნარები; შეძლებენ დამოუკიდებლად მხატვრული ლიტერატურის დამუშავებას, გაგებასა და გააზრებას. ჩამოუყალიბდებათ მხატვრული გემოვნება.  
თავი V
ინტერვეცია
მას შემდეგ, რაც წინასწარი კვლევის შედეგების შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა საჭიროებები,  დავგეგმე ინტერვეციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში: კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. მოსწავლეებს დაეხმარებათ განივითარონ ტექსტზე დამოკიდებლად მუშაობის უნარები, შეძლონ ტექსტის გაგება -გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა.საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა,   შეძლონ ტექსტში სირღმისეული წვდომა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნა ამა თუ იმ მოვლენასა და ფაქტს შორის. ინტერვეციები შევარჩიე მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების შესაბამისად.

კოგნიტური სქემები
მიზნად დავისახე მუშაობის პროცესში ინტესიურად გამოვიყენო კოგნიტური სქემები და მაორგანიზებელი რუკები. (ვენის დიაგრამა, T დიაგრამა, გრაფიკული სქემები) რომლებიც ავითარებს დაკვირვების , შედარების, ანალიზის უნარებს. მოსწავლეს უწევს კლასებსა და კატეორიებზე, ნიშან თვისებებსა და მახასიათებლებზე ფიქრი. ასევე ისეთი კოგნიტური სქემები, რომლებიც ორიენტირებული იქნება პრობლემის გამოკვეთასა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.


ლიტერატურული წრე
წაკითხული ტექსტის გაგებისაკენ მიმართული სტატეგიაა, რომლის გამოყენება მოსწავლის მიერ წითხვისა და გააზრების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. აქტივობის ბოლოს იმართება შემაჯამებელი დისკუსია .

დისკუსია
ეს გახლავთ ფართოდ გავრცელებული ინტერაქციული მეთოდი, რომელიც არგუმენტებზე და კონტრ არგუმენტებზე დაყრდნობით შედარებისა და დასკვნების გაკეთების  საშუალებას იძლევა. აქტივობა ავითარებს მოსმენის კულტურას, სხვისი აზრის პატივისცემის, კრიტიკული აზროვნების უნარებს. ხელს უწყობს ახალი მასალის გამტკიცებას, საკითხის უკეთ გააზრებას.

ცხელი სკამი
ინტერვეცია ემსახურება მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას,შემოქმედებით უნარების წარმოჩენასა და გამოკვეთას. მოსწავლეს შეუძლია არა მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის გაგება, არამედ სიღრმისეული წვდომა შინაარსში, პერსონაჟის ქცევის მოტივის გაგება, მათ  მიერ დასმული კითხვები არაა ტრაფარეტული, არამედ არის იმპროვიზირებული.

პერსონაჟის რუკა
ინტერვეცია დაეხმარება მოსწავლეს  ინფორმაციის გააზრების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტირების და პერსონაჟთა მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარებაში.


ნარატიული ჩარჩო
ნარატიული ჩარჩო არის მხატვრული ნაწარმოების შეჯამების ჩარჩო. იგი მოსწავლეებს ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში, წაკითხულიდან  მთავარი და ძირითადი ელემენტების გამოყოფაში. ტექსტის გაგება-გააზრებაში.
                                                                                                                           
შეჯამების ვარსკვლავი
მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების გასაუმჯობესებლად გამოვიყენე ,,შეჯამების ვარსკვლავი’’.    ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს გამოყოს ნაწარმოებიდან მთავარი და მნიშვნელოვანი. ახდენს ნაწარმოების მოკლე შეჯამებას. ეხმარება მოსწავლეებს დასკვნების გამოტანასა და საკუთარი აზრის ლაკონურად ჩამოყალიბებაში


ინტერვეციის შეფასება
ჩემ  მიერ ჩატარებული კვლევის თავისებურებიდან გამომდინარე,  ინტერვენციისათვის გამოვიყენე რამდენიმე ტიპის აქტივობა , რომლებიც დავგეგმე  ეროვნული სასაწავლო გეგმის სტანდარტის გათვალისწინებით. ინტერვეციის განხორციელების პროცესში თვალყურს ვადევნებდი და ვაკვირდებოდი სწავლების ხარისხს ჰქონდათ თუ არა პროგრესი.მოსწონდათ თუ არა მოსწავლეებს რომელიმე კონკრეტული ინტერვეციის გამოყენება.  მუშაობის პროცესში გაიზარდა  მოსწავლეების მოტივაცია.  ისინი აქტიურად ერთვებოდნენ აქტივობებში, მოსწონდათ მუშაობისპროცესი,ინტერესითა და ხალისით  უდგებოდნენ დავალებებს. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ გრაფიკული სქმების შევსება. ასევე თავად ამოთქვამდნენ სურვილს ხშირად გამოგვეყენებინა ,,ცხელი სკამი’’ და დისკუსია. სქემატური რუკები მოსწავლეს უადვილებდა გაგება-გააზრების პროცესს და ასევე სწავლობენ ინფორმაციის დახარისხებას.
ინტერვეციის შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო, თუ რამდენად შეუწყო ხელი დაგეგმილმა ინტერვენციებმა მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას.  ვფიქრობ, რომ  აქტიურად უნდა დაინერგოს მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლეებში  მოტივაციის ამაღლებას, მათ მაქსიმალურად ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.   კვლევისათვის დაგეგმილი რამდენიმე ინტერვენცია, როგორიცაა ,,ცხელი სკამი’’ განვახორციელე ჩემ  მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილებზე, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ჩემ მიერ გამოყენებული ინტერვენციები.
თავი VI
                                                         მიგნებები
კვლევაზე მუშაობის პროცესში გამოვკვეთე მიგნებები:
§  მოსწავლეზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ხელს უწყობს  კრიტიკული, შემოქმედებითო და რეფლექსური აზროვნების ჩამოყალიბებას;
·         მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხს;
·         ამაღლებს ინტერესს, მოტივაციას და შესაბამისად უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს;
·         მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;
·         მოსწავლეები გადიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე.

რეკომენდაცია:
მას შემდეგ რაც გამოვკვეთე პრობლემა, დავისახე კვლევის შედეგის შესაბამისი ინტერვეციები, განვახორციელე ინტერვეციის თვისობრივი ანალიზი, შედგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაცია:

·         გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება და ჩვენ მიერ შერჩეული აქტივობები ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს ესგს სტანდარტის შესაბამის შედეგზე.
·         ინტერვეციების მიზნობრივად გამოყენებით დავეხმაროთ მოსწავლეებს ინფორმაციის დახარისხებაში, მსგავსება-განსხვავების პოვნაში, შედარებების გაკეთებაში,ვასწავლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება;
·         მუდმივად ვიყოთ ორიენტრირებულები მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს წინიერების დონის ამაღლებას;
·         სასურველია ხშირად ვცვალოთ აქტივობები. რათა არ დავუკარგოთ მოსწავლეებს ინტერესი, მოტივაცია, სიახლისადმი ხალისი და იყვნენ მუდამ გამოწვევის ფაზაში.
·         ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესებსს წიგნიერების მიმართ.  ვასწავლოთ სწავლის სწავლა და გავუღრმავოთ ინტერესი ლიტერატურის მიმართ.

დ ა ს კ ვ ნ ა
  ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სსიპ ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლის  მე-3 კლასის მოსწავლეები. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად  დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
   კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები. რასაც გავითვალისწინებ მომავალში კვლევის განხორციელების შემთხვევაში. 
დასკვნით ეტაპზე, გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, უნდა აღვნიშნოთ რომ კვლევის მიზანი მიღწეულია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის შედეგები, რომლის მიხედვითაც შევძელი თვისობრივი ანალიზის გაკეთება. კვლევის პროცესში გამოყენებული იყო მრავალფეროვანი მეთოდები, როგორიცაა ანკეტირება, დიაგნოსტიკური ტესტირება.  გამოვლინდა პრობლემების გამომწვევი მიზეზები: მოსწავლის მიერ  დროის არაეფექტური გამოყენება, კითხვის მიმართ დაბალი ინტერესი, წაკითხული ლიტერატურის არასრულად  გააზრება,  და ა.შ. პრობლემების გადასაჭრელად დაიგეგმა ინტერვენცია :კითხვის საათი. ჩატარებულმა მუშაობის შედეგებმა აჩვენა რომ სხვადასხვა სტრატეგიებით და მეთოდებით ასაკისათვის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევით და საინტერესო აქტივობებით მოსწავლეთა შორის დაინტერესებამ იმატა და უკვე ხალისით იწყებდნენ ჩემ მიერ შეთვაზებულ ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობას.  ხალისით ერთვებოდნენ სხვადასხვა ინტერაქციაში. მათი მოტივაცია იყო მაღალი , რაც შესაბამისად, აისახება შედეგზე. რა თქმა უნდა, პრობლემა მასშტაბურია  და ის სრულად ვერ მოგვარდებოდა,  უცილებელია ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობის გაგრძელება. ვფიქრობ,  აუცილებელია აქტივობების ინტესიურად გამოყენება, მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინება. მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების  მიხედვით ინტერვეციების ცვლა.  ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას რეკომენდაციები წიგნიერებისთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასევე სამომავლოდ ახალი კვლევის განხორციელებისათვის საჭიროა ამ გამოცდილების ეფექტიანად გამოყენება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ჟურნალი  მასწავლებელი“http://mastsavlebeli.ge/?p=3994
2.  განვითარებისა და სწავლების თეორიები“/ თბილისი/2008
 3. „სწავლება და შეფასება“/თბილისი/2008
4. „სასწავლო და პროფესიული გარემო“/ თბილისი/2008
 5. „ეფექტური სწავლება სკოლაში“/ რობერტ . მარზანო, დებრა . ფიქერინგი, ჯეინ . ფოლოქი
6. უზნაძე, . ბავშვის ფსიქოლოგია (1967). სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. უზნაძის შრომები, ტომი ხუთი, თბილისი: მეცნიერება;
7.წიგნიერება - მასწავლებლის სახელმძღვანელო . ავტორები: პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია (თბილისი 2012 )
8. ჯეფრი  მილსი  ,, სამოქმედო კვლევა"სახელმძღვანელო მკვლევარი პედაგოგებისთვის (მესამე გამოცემა)
                    9.  ვებ-პორტალი- ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები; ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი (დაწყებითი საფეხური. 2018-2024)
დანართები
დანართიN 1
პერსონაჟის რუკა
                                      
                                    



დასაბუთება  ტექსტიდან


დასაბუთება  ტექსტიდან


თვისება

თვისება

თვისება

დასაბუთება  ტექსტიდან
 






დანართი N2
ნარატიული ჩარჩოს კითხვები:

1. ნაწარმოების სათაური;
 2. დაასახელე პერსონაჟები;
3. დაახასიათეთ პერსონაჟები;
4. გამოყავით,თქვენი აზრით, მთავარი პერსონაჟი/პერსონაჟები და აღნიშნეთ, რა განასხვავებს მათ სხვა პერსონაჟებისაგან;
 5. აღნიშნეთ დამოკიდებულება პერსონაჟებს შორის;
6. აღნიშნეთ მათი ემოციები, გრძნობები;
                               7. ამოიცანი მათი ქცევის მოტივი;
8. როგორ მოიქცეოდი მთავარი პერსონაჟის ადგილას;
 8. რას შეცვლიდი მის ქცევაში;
 9. თქვენი აზრით, რისი თქმა სურს ნაწარმოების ავტორს;

 
                                                     პერსონაჟის რუკა


















დანართი N 3
                                                                     პერსონაჟის რუკა

პერსონაჟი                    თვისება
 




                          არგუმენტი

დანართი N4
შეჯამების ვარსკვლავი                                                                         1


                                                                                                                                                            
                                                                                2                                                                                         
3
                                                                                                                                                                                                                                                                     
1.      რა მოგეწონა                                                                                                 4
2.      რა არ მოგეწონა
3.      რა იგრძენი
4.      რას შეცვლიდი                                                                                         4
                                                         

დანართი N 5                                                    კოგნიტური სქემა

გადაჭრის გზები

გამომწვევი მიზეზი

პრობლემა
 









                                                    
საკითხავი ტექსტები :
1.      ,,კეთილი ბებერი ბუები’’რევაზ ინანიშვილი
2.      დიმიტრი თავდადებული -იაკობ  გოგებაშვილი
3.      ცოტნე დადიანი -იაკობ გოგებაშვილი
4.      ,,საბა’’ მუხრან მაჭავარიანი.
5.      პატარა ბიჭის ფიქრები’’ რევაზ  ინანიშვილი
6.      ,, დედა’’ რევაზ  ინანიშვილი
7.      ,, ტყე’’ იაკობ  გოგებაშვილი
8.      ,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი’’ იაკობ გოგებაშვილლი  
9.      ,,ყაჩაღის მასპინძლობა’’ ოტია იოსელიანი
10.  ,,კოპალა’’ქართული მითოლოგია
11.  ,,ბაბუა’’ ქეთევან გარაყანიძე
12.  ,,გულკეთილი ქვრივი ‘’ იაკობ გოგებაშვილი
13.  ,,ფესვები’’ ვაჟა-ფშაველა
14.  ,,ცხრა ძმანი ხერხეულიძენი’’ იაკობ გოგებაშვილი
15.  ,,გუგული’’ გოდერძი ჩოხელი
16.  ,,ტყე ტიროდა’’ვაჟა-ფშაველა ‘’
17.  ,,ცასწავალა’’ გოდერძი ჩოხელი
18.  ,,თავდადებული მღვდელი თევდორე’’ იაკობ გოგებაშვილი
19.  ,,იოთამ ზედგინიძე’’ იაკობ გოგებაშვილი
20.  ,,მაჩუ პიქჩუ-ქალაქი ღრუბლებში-ინფორმაციული ტექსტი
21.  ,,სიკეთის საზღაური’ სალომე გოგოლაძე
22.  უძველესი ადამიანი და მისი ცხოვრება-ინფორმაციული ტექსტი
23.  ,,მუხა’’რევაზ ინანიშვილი
24.  ,,ერთხელ’’ გურამ რჩეულიშვილი
კითხვარი მოსწავლეთათვის
1 როგორ ერთობი თავისუფალ დროს?
ა) ვთამაშობ მეგობრებთან ერთად       ბ) ვკითხულობ წიგნს    
 გ) ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს
2. გიყვარს თუ არა კითხვა?
ა) დიახ    ბ) არა     გ) არც ისე ძალიან
3. წიგნს ვკითხულობ ...
ა) დედის თხოვნით           ბ) მასწავლებლის დავალებით              გ) ჩემი სურვილით
4. როგორი ჟანრის წიგნები მოგწონს?
ა) ფანტასტიკური     ბ) სათავგადასავლო       გ) ზღაპრები
5. რა სიხშირით კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
ა)კვირაში ერთხელ       ბ) მხოლოდ არდადეგებზე        გ)თვეში ერთხელ  დ) ყოველდღიურად


Комментариев нет:

Отправить комментарий