რესურსის მნიშვნელობა
მოცემული რესურსი არის მრავალჯერადად გამოსაყენებელი.იგი
შეიძლება სწავლების ყველა საფეხურზე გამოადგეს მასწავლებელს,თანაც−თითქმის ყველა საგანში.დავიწყოთ
იმით,რომ თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურ
პოზიციას.თანაც −მოსწავლეზე ორიენტირება ორგანულად
უნდა მოიცავდეს მის აქტივობას როგორც ცოდნის დაგროვების,ასევე მისი გამოყენებისა და
მონიტორინგის პროცესში.რესურსი, რომელსაც გთავაზობთ,არის
მარტივად დასამზადებელი.ძირითადი ფორმა უცვლელი რჩება და სხვა საგანისათვის ტრანსფორმაციაც
მარტივად განსახორციელებელია.მისი ღირსებაა ის,რომ შეუძლია რამდენიმე დონეზე გასწვდეს
სწავლების პროცესს:1.ცოდნა;2.გაგება;3.გამოყენება;4ანალიზი;5.სინთეზი;6.შეფასება.მას
შეუძლია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ენის ეფექტური განვითარების უნარი როგორც ქართულ,ისევე
უცხოურ ენებში; ლოგიკური აზროვნების გამომუშავება როგორც ტექნიკურ საგნებში,ასევე--ლინგვისტური
თვალსაზრისით.მათემატიკური ოპერაციების ეფექტურად შესრულების შესაძლებლობასაც დიდად
შეუწყობს ხელს.ასევე ძალიან ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ერთი საგნის ცოდნის მეორესთან
ტრანსფერისათვის.ერთი სიტყვით,ცოდნის განმტკიცებისა და გამოყენების ეფექტური საშუალებაა.
რესურსის აღწერა
რესურსი წარმოადგენს ფორმატის
ფურცელზე მიმაგრებულ 9 ჯიბაკს,რომელთაგან ერთი არის ბანკი(2-ჯერ მეტი მოცულობა აქვს),დანარჩენები
კი სელექციისათვის არის განკუთვნილი.ამ ჯიბაკებზე საგნისა და მასალისათვის საჭირო ლექსიკა
ან სხვა ტიპის მონაცემი იცვლება ერთჯერადად გამოსაყენებელი სტიკერების მეშვეობით.ბანკიც
ივსება შესაბამისი სასელექციო მასალით.ანუ ბანკის შიგთავსიც მუდმივად ცვალებადია.მასალას
ყველა საგნისა და საკითხის შესაბამისად ამზადებს მასწავლებელი.თამაშის პრინციპი უცვლელია,იცვლება
მხოლოდ სტიკერები და მათი შესაბამისი მასალა.ერთი მასწავლებლის მომზადებული რესურსის
გამოყენება პარალელურ კლასში ან მომდევნო წლებში წარმატებულად შეუძლია მეორე მასწავლებელს.
თამაშის პრინციპი
სხვადასხვა საგნისათვის
1.ქართულ ენაში:
ა) სწავლების 1-ელ საფეხურზე.
გრამატიკული მასალის შეჯამება
: არსებითი სახელი ჯგუფების მიხედვით , ზედსართავი სახელი, ზმნა სამივე დროში
ფორმატი გამოიყურება ამგვარად:
არსებითი სახელი
ვინ ჯგუფის
|
ზმნა
დრო წარსული
|
ზმნა
დრო ახლანდელი
|
ზედსართავი სახელი
|
არსებითი სახელი
რა ჯგუფის ,სულიერი
|
არსებითი სახელი
რა ჯგუფის უსულო
|
ზმნა
დრო მომავალი
|
ზედსართავი სახელი
|
ბანკი
|
ჯიბაკებზე
არსებული წარწერები,მაგ:,,არსებითი
სახელი ვინ ჯგუფის’’,წერია სტიკერებზე,რომლებსაც მასწავლებელი ამზადებს წინასწარ
და მიამაგრებს ზედაპირზე. ბანკის ჯიბაკში
კი დევს 40-50 ფურცელი ,რომლებზეც
სტიკერებზე გამოსახული რუბრიკების შესაბამისი სიტყვებია განლაგებული.მათ მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს. პირობითად,თითოეულს
შეიძლება შეხვდეს 9 ფურცელი. იქმნება 2
ჯგუფი.ერთი მუშაობს მოცემული პირობის შესაბამისად.,მეორენი კი გასწევენ მონიტორინგს.მაგ:სათითაოდ
გადიან და ჩააწყობენ ფურცლებს შესაბამის გრაფაში.თითოეულს ჰყავს თავისი მონიტორი მოსწავლე, რომელიც ამოწმებს დავალების შესრულების სისწორეს,წერს
ქულას და გადასცემს მასწავლებელს,რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ანუ თითო ჯერზე ერთბაშად 2 მოსწავლის შემოწმება
შეუძლია.ეს სამუშაო კარგი იქნება საკითხის შესწავლის შემდეგ, მასალის გამოკითხვისა და ცოდნის შემოწმების პროცესში.
მათემატიკა
I საფეხური.
კლასი I
თემა: შეკრება- გამოკლება
20-ის ფარგალში
ბანკში მოთავსებულია რიცხვითი
გამოსახულებები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა
განათავსონ შესაბამისი პასუხის მქონე ჯიბაკებში.
1ათ 4 ერთ
|
12
|
14
|
18
|
1ათ 6 ერთ
|
15
|
14
|
13
|
ბანკი
|
მუშაობის პრინციპი ისეთივეა
, როგორც ზემოთ განხილულ განხილულ მაგალითში.
.ქართულ ენაში:
სწავლების
მე-2
საფეხურზე.
მასალა: არსებითი სახელების ჯგუფები და კუმშვა-კვეცა არსებით სახელებში
ფორმატი გამოიყურება ამგვარად:
ვინ ჯგუფის
კუმშვადი სახელები
|
რა ჯგუფის
უკვეცელი სახელები
|
ობა-მაწარმოებლიანი
კონკრეტული სახელები
|
სახელები,
რომელთა კუმშვა-კვეცა არ შეიძლება
|
ნივთიერებათა
სახელები
|
ა-ხმოვანფუძიანი
უკვეცელი სახელები
|
სახელები,რომლებშიც
,,ა“ხმოვანი იკვეცება
|
კუმშვადი კრებითი
სახელები
|
ბანკი
|
ბუნებისმეტყველება
მოცემული რესურსების გამოყენება შეიძლება ბუნებისმეტყველებაში სამივე საფეხურზე.
საფეხური I
კლასი IV
გაკვეთილის თემა -მდინარეები
სიტყვათა ბანკში მოთავსებულია ბარათები მდინარეთა სახელწოდებებით. მოსწავლეები
მოათავსებენ მათ შესაბამისი წარწერის მქონე
ჯიბაკებში. კონკრეტული თემისათვის რესურს ექნება ასეთი სახე:
ყველაზე
გრძელი მდინარე საქართველოში
|
ყველაზე
წყალუხვი მდინარე მსოფლიოში
|
ყველაზე
დიდი მდინარე აზიის კონტინეტზე
|
ყველაზე
გრძელი მდინარე მსოფლიოში
|
მსოფლიოს
ერთ-ერთი გრძელი მდინარე ,რომელიც მიედინება სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე
|
ყველაზე
დიდი მდინარე აფრიკის კონტინენტზე
|
რომელი
მდინარის სანაპიროზე მდებარეობს თბილისი
|
ყველაზე
პატარა მდინარე საქართველოში
|
ბანკი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий