2019 წლის 30 მაისს ჩავატარე ინტეგრირებული ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენაში. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრაცია ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
გაკვეთილის თემა იყო ,,პაპა და შვილიშვილი’’გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება, შეძლონ ისაუბრონ პერსონაჟთა ხასიათის თავისებურებებზე და განსაზღვრონ მათი ქცევის მოტივი. ისაუბრონ ტექსტში აღწერილი ბუნებრივი მოვლენების შესახებ, მცენარეთა განაშენიანების მნიშვნელობაზე, შეძლონ ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის ერთი სფეროდან მეორეში გადატანა _ ტრანსფერი. მიზანი შესაბამისობაში მოდიოდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.
გაკვეთილი წავმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. გონივრულად მქონდა შერჩეული კლასის ორგანიზების ფორმები და მეთოდები. მოსწავლეთა ჩართულობით ამოვწურე საორგანიზაციო საკითხები. მათთვის გასაგები ლექსიკით გავაცანი გაკვეთილის თემა , მიზანი და შეფასების რუბრიკები.
ვფიქრობ,გაკვეთილის მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა თამამად შეძლეს პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა მოთხრობაში განხილული საკითხის მიმართ, მოთხრობის პერსონაჟების , მათი ქცევების შეფასება და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება, ვფიქრობ ტექსტიდან გამომდინარე ბუნებრივად განვახორციელე ინტეგრაცია ბუნებისმეტყველებასთან მათ შეძლეს ამოეცნოთ ბუნებრივი მოვლენები, დაეკავშირებინათ ბუნებისმეტყველებაში ნასწავლ მასალასთან, ასევე შეძლეს ცოდნის ტრანსფერი მცენარესთან დაკავშირებული ცოდნისა ტექსტის შესწავლის დროს. გაკვეთილის მსვლელობის დროს ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს. ასევე უყურადღებოდ არ ვტოვებდი მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და თავად მოსწავლეებს ვაძლევდი საშუალებას გაესწორებინათ იგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობებით მივაღწიე დასახულ მიზანს გაკვეთილზე გამოიკვეთა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები: დადებითი მხარეები: გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად და მივაღწიე დასახულ მიზანს; გაკვეთილზე ვიყენებდი მოსწავლეთათვის გასაგებ ლექსიკასა და ჟესტიკულაციას; ვცდილობდი, ვყოფილიყავი ფასილიტატორი. მოსწავლეებთან ჩემი ურთიერთობა თანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპზე ყოფილიყო აგებული; გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები, მეთოდები და აქტივობები ითვალისწინებდა მოსწავლეთა საჭიროებებს და
მიზნობრივად იყო რეული. მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა, მათი მსჯელობადასკვნები, მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ მიზანს მივაღწიე და მოსწავლეებმა შეძლეს ორ ცალკეულ საგანში მიღებული ცოდნის გამთლიანება. ვფიქრობ მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად თვალნათელი გახდა გარკვეულ თემებთან მიმართებაში საგნებს შორის ინტეგრირების ხელსაყრელობა.
გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე მოსწავლე შევაფასე განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარით. ,განვუმარტე თოთოეულს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
უარყოფითი მხარეები: დროის დეფიციტის გამო ,ვფიქრობ, სათანადოდ ვერ შევძელი გაკვეთილის შეჯამება. ვეცდები, უკეთ გავერკვე დროის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიებში, რათა თავიდან ავიცილო თანმდევი პრობლემები.უკეთესი იქნებოდა მეტი რასაც გავითვალისწინებ შემდეგ საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის მომზადებისას მომავალში უფრო თამამად მოვიძიებ საერთო თემებს, შეხების წერტილებს საგანთა შორის ინტეგრირებისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий