საგანი
|
|
ბუნებისმეტყველება /ქართული
|
||||
კლასი
|
|
მესამე
|
||||
მასწავლებელი
|
|
თამარ მაისურაძე
|
||||
მოსწავლეთა პროფილი
|
|
26 მოსწავლე, არც ერთი მოსწავლე
არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
|
||||
თემა
|
|
ძუძუმწოვარი ცხოველები
|
||||
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
|
40 წთ
|
||||
გაკვეთილის ტიპი
|
|
ინტეგრირებული გაკვეთილი
|
||||
გაკვეთილის სასწავლო
მიზანი
|
|
.მოსწავლე შეძლებს მიწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრებას;
შეძლებს ძუძუმწოვრების ზოგად დახასიათებას. მათ გამიჯვნას ცხოველთა სამეფოს
სხვა წარმომადგენლებისაგან’
აღწერს ზოგიერთი ძუძუმწოვარი
ცხოველის თავისებურებას და შეადარებს სხვა ცხოველს ;
.შეძლებს კითხვისა და წერის
ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენებას.
|
||||
მოსწავლეთა წინარე
ცოდნა
|
|
მოსწავლეები ფლობენ კითხვის სტრატეგიებს; შეუძლიათ ინფორმაციის მოსმენა,
გაგება, აქვთ მსჯელობის უნარი. შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა.
|
||||
მოსწავლეთა ორგანიზების
ფორმები
|
|
მუშაობა მთელ კლასთან;
ჯგუფური;
|
||||
მოსალოდნელი შედეგები
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ბუნ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმების (ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების
მოსმენა ინფორმაციის გაგება-გააზრება.
ქართ.დაწყ.(I).12 კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად.
|
||||
აქტივობა
|
მოსალოდნელი შედეგი
|
გამოყენებული
მეთოდი
|
რესურსი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
|
აქტივობა N1
კლასის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; გაკვეთილის მიზნის, თემის , აქტივობებისა
და შეფასების რუბრიკების გაცნობა. გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება .
|
მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულნი. წინსწარ განსაზღვრავენ მოსალოდნელ
შედეგს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა , მიზანი, განსახორციელებელი აქტივობები და შეფასების
კრიტერიუმები.
|
ვერბალური ახსნა
|
საკლასო ჟურნალი; მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების (ელ. ვერსია)
კომპიუტერი. პროექტორი,
|
საერთო საკლასო
|
2 წთ
|
|
აქტივობაN2 I ფაზა
მოსწავლეთა ინტერესის გაღვივების, მოტივაციის ამაღლების მიზნით თემის
მაპროვოცირებელი ვიდეორგოლის ჩვენება. ვიდეო მასალიდან გამოდინარე, მასწავლებელი
სვამს კითხვებს წინარე ცოდნის გაქტიურების მიზნით ;
|
მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა და წინარე ცოდნის გააქტიურება; მათი
მაქსიმალური ჩართულობა აქტივობაში.
|
კითხვა -პასუხი;
|
პროექტორი , კომპიუტერი, ვიდეო მასალა .
|
საერთო საკლასო
|
6 წთ
|
|
აქტივობა N3 II
ფაზა.
მასწავლებლის მინი ლექცია ძუძუმწოვარ ცხოველებზე power
point-ში მომზადებული პრეზენტაციის ფონზე
|
შეძლებენ გაეცნონ ძუძუმწოვარი ცხოველების მახასიათებლებს, გაიგებენ თუ
რა ნიშნით განსხვავდება ძუძუმწოვარი ცხოველი, ცხოველთა სამეფოს სხვა წარმომადგენლებისაგან
|
მინი ლექცია.
|
სახელმძღვანელო.
ელ. საპრეზენტაციო მასალა. კომპიუტერი, პროექტორი
|
საერთო საკლასო
|
8 წთ
|
|
აქტივობა N4
კითხვა -პასუხი.
მასწავლებელი სვამს კითხვებს ახალი მასალის ირგვლივ.
|
აქტივობა ხელს შეუწყობს მიწოდებული ინფორმაციის სტრუქტურიზებას. გამთლიანებას.
გაგებასა და გააზრებაზე
|
კითხვა-პასუხი
|
ადამიანური რესურსი
|
საერთო საკლასო
|
7 წთ
|
|
აქტივობა N5 ჯგუფური
მუშაობა.
მოსწავლეები სხდებიან ჯგუფებად. მათ ეძლევათ ინფორმაციული ხაასიათის
ტექსტი წასაკითხად რის შემდეგაც ისინი შეასრულებენ განსხვავებული სირთულისა და ტიპის
დავალებებს.
1 ჯგუფი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ წერილობით პასუხობენ I დონის შეკითხვებს.
მე-2
ჯგუფი: ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეძლევათ
ნაკლული ტექსტი შესავსებად
მე-3 ჯგუფი:
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ ცხრილს, რომლის საშუალბითაც ახორციელებენ ინფორმაციის
კლასიფიკაციას;
მე4 ჯგუფი :
ტექსტის წაკითხვის შემდეგ ავსებენ ვენის დიაგრამას.
|
შეძლებენ მიწოდებული ინფორმაციის გამთლიანებას, გააზრებას, წერისა და
კიტხვის სტრატეგიების გამოყენებას , საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობას.
|
ჯგუფური სამუშაო.
|
კალამი, სამუშაო ფურცლები, ინფორმაციული ტექსტი
|
ჯგუფური
|
6-7 წთ
|
|
აქტივობა N6
მოსწავლეთა პრეზენტაცია -თითოეული ჯგუფი წარადგენს თავიანთ შესრულებულ
დავალებებს . დანარჩენი მოსწავლეები აფასებენ შესრულებული დავალების სისწორეს. აძლევენ
შესწორებებს საჭიროების შემთხვევაში.
|
შეძლებენ თავიანთი დავალების სხვებისათვის გაზიარებას, შეცდომების გააზრებას,
|
|
მაგნიტური დაფა
|
ინდივიდუალური.საერთო საკლასო
|
5-6 წთ
|
|
აქტივობა N7.
III ფაზა
T დიაგრამის
შევსება
დაფასთნ, შემთხვევითობის პრინციპით,
გამოვა მოსწავლე და ბრმად აიღებს სურათს , რომელზეც ესა თუ ის ცხოველია გამოსახული
, მან უნდა შეძლოს T დიაგრამაში
მისი შესაბამისად განაწილება
|
შეძლებენ კიდევ ერთხელ შეაჯამონ მიწოდებული მასალა და დაახარისხონ ,
დააჯგუფონ ძუძუმწოვარი ცხოველები ცხოველთა სამეფოს სხვა წარმომადგენლებისაგან.
|
დიაგრამის შევსება
|
ფორმატი. სურათები სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით.
|
ინდივიდუალური
|
2წთ
|
|
აქტივობა N8
საშინაო დავალების
მიცემა.
მოიძიონ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვარი ცხოველების
შესახებ და მოამზადონ მათთვის სასურველი ძუძმწოვარი ცხოველის შესახებ პრეზენტაცია.
|
შესწავლილი საკითხის გამტკიცება.
|
ვერბალური ახსნა
|
ინტერნეტი, სახელმძღვანელო,
რვეული. ფორმატი .
|
საერთო საკლასო
|
1 წ თ
|
|
აქტივობა N9 შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით . მოსწავლეთა შეფასება
|
მოსწავლე მიიღებს დროულ უკუკავშირს.
|
ვებალური უკუკავშირი
|
შეფასების რუბრიკა
|
|
1 წთ
|
|
შეფასების რუბრიკები
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ძუძუმწოვრებისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე მსჯელობა
|
სრულყოფილად აღწერს და ახაასიათებს ძუძუმწოვარ ცხოველს მისთვის ნაცნობი
მახასიათებლების მიხედვით.
|
აღწერს და ახასიათებს ძუძუმწოვარ ცხოველებს თითქმის ყველა მისთვის ნაცნობი
მახასიათებლის მიხედვით
|
უჭირს ძუძუმწოვარი ცხოველების აღწერა, დახასიათება.
|
ძუძუმწოვრების კლასიფიკაცია , შედარება სხვა ცხოველებთან მიმართებაში.
|
ადარებს ძუძუმწოვარ ცხოველებს ცხოველთა სამეფოს სხვა, მისთვის ნაცნობ
წარმომადგენლებს, გამოყოფს და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს,
|
ადარებს ძუძუმწოვარ ცხოველებს ცხოველთა სამეფოს სხვა, მისთვის ნაცნობ
წარმომადგენლებს, თუმცა უჭირს მათი განსხვავებული ნიშან -თვისებების დამაჯერებლად
წარმოჩენა .
|
უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან ძუძუმწოვარი ცხოველები და ცხოველტა სამეფოს
სხვა წარმომადგენლები.
|
ინფორმაციის წაკითხვა, გააზრება და გაგება
|
კითხულობს, ისმენს და კარგად იაზრებს მიწოდებულ ინფორმაციას, შეუძლია
ინფორმაციის დამოუკიდებლად წაკითხვა, გაგება. ინფორმაციის დახარისხება .
|
კითხულობს , ისმენს, იაზრებს და იგებს მიწოდებულ ინფორმაციას , სასურველია
მისთვის ვიზუალური გამამტკიცებლების გამოყენება. უჭირს ინფორმაციის დახარისხება
.
|
კითხულობს ისმენს მიწოდებულ ინფორმაციას, თუმცა უჭირს გააზრება, დამოუკიდებლად წაკითხულის გაგება.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
პირობის მოთხოვნების გააზრება
|
ჯგუფმა სწორად გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
ჯგუფმა ვერ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
|
დროის ლიმიტი
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
|
ჯგუფს უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
|
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურია. წევრებს შორის არის
პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურია. წევრები ცდილობენ
პოზიტიურ და საქმიან ურთიერთობას.
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ. არ შეიმჩნევა თანამშრომლობითი
გარემო.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფმა სრულად და გასაგებად ჩამოაყალიბა შესრულებული
სამუშაო.
|
ჯგუფმა ნაწილობრივ ჩამოაყალიბა შესრულებული სამუშაო.
|
ჯგუფმა ვერ შეძლო დავალების წარდგენა
|
საკითხავი ტექსტი
ჯგუფური მუშაობისათვის
დელფინი და ზვიგენი
დელფინიც და ზვიგენიც ზღვებსა და
ოკეანეებში ბინადრობენ . ისინი საკვებს წყალში პოულობენ და
წყალშივე სძინავთ. ცურვისთვის ორივეს სჭირდებათ კუდი
და ფარფლები. ზვიგენს უფრო
მეტი ფარფლი აქვს
, ვიდრე დელფინს.
ზვიგენს აქვს ქერცლი, დელფინს კი
პრიალა კანი.
ზივიგენს უამრავი წვეტიანი კბილი აქვს.
ასევე წვეტიანი კბილები აქვს
დელფინსაც. ორივე ხორცისმჭამელია, უმეტესად თევზებით იკვებებიან.
ზვიგენი ლაყუჩებით სუნთქავს. ჟანგბადს წყლიდან იღებს. მისი
გული ძალიან სუსტად მუშაობს , ამიტომ ზვიგენი არ
უნდა გაჩერდეს, სულ
უნდა იცუროს. ამით
ის ეხმარება საკუთარ გულს,
რომ სისხლმა უკეთ
იმოძრაოს. დელფინს კი
აუცილებლად სჭირდება ჰაერი. ის
წყლიდან ვერ იღებს ჟანგბადს, რადგან ზვიგენისაგან განსხვავებით, ფილტვებით სუნთქავს. წყალი თუ
ფილტვებში მოხვდა , დელფინი დაიხრჩობა. ამიტომ ის
ბოლომდე ვერ იძინებს. ძილის დროსაც ნახევრად ფხიზლობს. სულ
დაცურავს და დროდადრო წყლიდან ამოდის , რომ
ჰაერი ჩაისუნთქოს.
ახალდაბადებული ზვიგენი მაშინვე დამოუკიდებლად იწყებს თევზის ჭამას. ახალდაბადებულ დელფინს კი
დედა კვებავს რძით.
ზვიგენი თევზია ,დელფინი კი
თევზი არაა. იგი
ძუძუმწოვარია, ისეთივე, როგორც ხმელეთზე მცხოვრები სპილო, ძაღლი, დათვი და
სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий