გაკვეთილის რეფლექსია ..ძუძუმწოვარი ცხოველები ''



    გაკვეთილის რეფლექსია
23 აპრილს ჩავატარე ინტეგრირებული ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენაში. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. ინტეგრაცია ხელს უწყობს იმას,  რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
გაკვეთილის თემა იყო ძუძუმწოვარი ცხოველები.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზნი :  მოსწავლე შეძლებს მიწოდებული  ინფორმაციის გაგება-გააზრებას;  შეძლებს ძუძუმწოვრების ზოგად დახასიათებას, ერთმანეთთნ შედარებას, მათ გამიჯვნას     ცხოველთა სამეფოს სხვა წარმომადგენლებისაგან’  .შეძლებს კითხვისა მარტივი სტრატეგიების გამოყენებას.   მიწოდებული ინფორმაციის მოსმენას, გაგებას, გააზრებას.  წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო მომენტით. მოსწავლეებს  გავაცანი ქცევის წესები,  გაკვეთილის სასწავლო მიზნები და შეფასების რუბრიკა.
 მოტივაციის აღძვრის მიზნით გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს შევთავაზე მაპროვოცირებელი ვიდეო. ,,დედამიწა -ერთი შესანიშნავი დღე’’ვიდეორგოლის ჩვენებამ მოსწავლეებში აღძრა ინტერესი, გამოიწვია მათი ცოდნის გააქტიურება და მაქსლმალურად ჩართულობა . რის შემდეგაც გაკვეთილი წარვმართე კითხვა -პასუხის რეჟიმში. გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა.
შემდეგი აქტივობა მქონდა მასწავლებლის მინი ლექცია, რომლის დროსაც გამოვეყენე ჩემ მიერ შექმნილი ელ რესურსი .რესურსი დავამზადე   ინტერნეტ რესურსების გამოყენებით. მოვიძიე  სურათები,  ვიდეოები, საჭირო  ინფორმაცია. Pover Point- ში თანმიმდევრულად  დავაწყვე ფოტომასალა  და ვიზუალურ ინფორმაციულ  მასალასთან ერთად გავაფორმე  . მოსწავლეებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია. თეორიულ მასალას, სიტყვიერ განმარტებას თან მოჰყვა სურათებითა და რეალური კადრებით ნათქვამის ახსნა, რამაც განაპირობა მიზნის მარტივად მიღწევა. გამოყენებული ელ. რესურსი იყო შესაბამისობაში გაკვეთილის თემასთან, მიზანთან და აქტივობებთან . ქართ.დაწყ.(I).2 ამ აქტივობამ მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვია. ისინი საჭირო დროს ავსებდნენ ჩემს საუბარს მათთვის ნაცნობი ინფორმაციით. ჩემს მიერ შექმნილ რესურსში გავითვალისწინე მოსწავლეთა  ინტერესები. რადგან  იგი  მიზნად ისახავდა ინფორმაციის მეტი რაოდენობით მიწოდებას ზემოთ აღნიშნულ თემაზე,ამ რესურსის გამოყენება შეუძლია სხვა მასწავლებელსაც მსგავსი თემის განხილვის დროს დაწყებით საფეხურზე. 
 მინი ლექციის შემდეგ თემის რეფლექსიისათვის ისევ მივმართე კითხვა -პაასუხის მეთოდს. რითაც გავარკვიე რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაციის გაგება, შეუძლიათ თუ არა აღწერონ, დაახასიათონ ძუძუმწოვარი ცხოველები, ისაუბრონ მათ თავისებურებებზე და ანასხვაონ ისინი ცხოველთ სამეფოს სხვა წარმომადგენლებისაგან. ბუნ.დაწყ.(I).2. რის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ჯგუფური სამუშაო. მათ მივეცი ინფორმაციული ხასიათის ტექსტი
დამოუკიდებლად წასაკითხად,( ქართ.დაწყ.(I).12 )  რის შემდეგ თითოეულ ჯგუფს უნდა შეესრულებინა განსხვავებული ტიპის  წერითი დავალება. ქართ.დაწყ.(I).15 (დავალების დასრულების შემდეგ მათ გააკეთეს შესრულებული დავალების პრეზენტაცია.ჯგუფური მუშაობის პროცესში თვალს ვადევნებდი მათ საქმიანობას და ვუწევდი ფასილიტაციას. ბოლო აქტივობით კი (T დიაგრამის შევსება )მოსწავლეებმა შეძლეს კლასიფიკაცია ძუძუმწოვრებისა და ცხოველთა სამეფოს სხვადასხვა წარმომადგენლებისა. გაკვეთილის ბოლომდე არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. ჩემ მიერ შერჩეული აქტივობები და კლასის ორგანიზების ფორმები სრულად შეესაბამებოდა  ერთმანეთს და ხელს უწყობდა  მიზნის მიღწევას. 
შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ძუძუმწოვარი ცხოველების მახასიათებელი ნიშნებით გამოყოფა ცხოველთა სამეფოს სხვა წარმომადგენლებისაგან, (ბუნ.დაწყ.(I).2. ) მათ შეძლეს მიწოდებული იფნორმციის საფუძველზე  ინფორმაციული ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და მისი დამუშავება, ჯგუფურ სამუშაოში შეთავაზებულმა დავალებებმა (ნაკლული ტექსტის აღდგენა, კითხვებზე პასუხი, ვენის დიაგრმის შევსება და ცხრილის შევსება) კარგად წარმოაჩინეს, თუ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ინფორმაციის დახარისხება, გამიჯვნა ერთმანეთისგან, წაკითხულის გააზრება, რაც ჩემი გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა. მათ შეძლეს ინფორმაციის ტრანსფერი ერთი საგნის ჭრილიდან მეორეში. (ქართ .დაწყ .(I).2     ქართ.დაწყ. (I).12    ქართ.დაწყ (I).15 ) 
გაკვეთილის მსვლელობის დროს ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს. ასევე უყურადღებოდ არ ვტოვებდი მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და თავად მოსწავლეებს ვაძლევდი საშუალებას გაესწორებინათ იგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობებით მივაღწიე დასახულ მიზანს  და  არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება, აღმოჩნდა, რომ ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილი დრო იყო არასაკმარისი, რის გამოც მომიხდა დროის ლიმიტის გაზრდა, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე წუთით მეტი დრო გამეთვალისწინებინა ამ აქტივობისათვის. რასაც გავითვალისწინებ მომავალში.  

Комментариев нет:

Отправить комментарий