გაკვეთილი გეგმა ,,პაპა და შვილიშვილი''





                                                      გაკვეთილის გეგმა 
საგანი ქართული/ბუნებისმეტყველება
მასწავლებელი: თამარ მაისურაძე
მასწავლებლის / :18001051590
სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი საფეხური  /მესამე კლასი
მოსწავლეთა პროფილი კლასში ირიცხება 26 მოსწავლე. არც ერთი არ არის სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე  
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს.  საგანთა ინტეგრაცია საჭიროა  იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა - მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას  ანუ  ტრანსფერს. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა მოსწავლეები ფლობენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს, აქვთ გაგებისა და გააზრების უნარი , შეუძლიათ კითხვებზე პასუხის გაცემა.

გაკვეთილის თემა ,,პაპა და შვილიშვილი’’
Ø  გაკვეთილის მიზანიმოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება, შეძლონ  ისაუბრონ პერსონაჟთა ხასიათის თავისებურებებზე და განსაზღვრონ მათი ქცევის მოტივი. ისაუბრონ ტექსტში აღწერილი ბუნებრივი მოვლენების შესახებ, მცენარეთა განაშენიანების მნიშვნელობაზე,  შეძლონ ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის ერთი სფეროდან მეორეში გადატანა _  ტრანსფერი.

მოსალოდნელი მისაღწევი შედეგი ესგ- სტანდართან  შესაბამისად  :
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
Ø  განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø  განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø  ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);

ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება.
    ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი - წყლის შეწოვა, ღერო  - წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი - საკვების წარმოქმნა, ყვავილი - თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად);

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი  ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.
  • ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი);

შეფასების ტიპები და მეთოდებიგანმავითარებელი სიტყვიერი კომენტარი




აქტივობა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო

აქტივობაN1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის თემის,  მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა. საუბარი თუ რა მეთოდებს, აქტივობებსა და რესურსებს  გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად, შევახსენებ, რომ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით. და დაიცვან გაკვეთილზე ქცევის წესები .

  ვერბალური ახსნა

საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი;
,,მიზნების მთა’’
მაგნიტური დაფა;
შეფასების რუბრიკა;

1  წთ

აქტივობა N2 მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურების მიზნით აქტივობა შესაბამისობის დამყარება-. მოცემულია პლაკატი  მცენარის სქემით, რომელზეც მოსწავლეების მიერ უნდა გაკეთდეს მცენარის ცალკეული ნაწილის სახელწოდების  ჩანაწერი. გააკეთებენ კომენტარს მცენარის თითოეული ნაწილის დანიშნულებაზე .
ფრონტალური
საერთო საკლასო
 პლაკატი მცენარის გამოსახულებით.
 2  წთ

აქტივობა N3 გონებრივი იერიში
მოსწავლეები ავსებენ გონებრივი იერიშის სქემას და ასახელებენ მათი აზრით ყველა იმ სავარაუდო ბუნებრივ საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მცენარე.
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
 დაფა. ცარცი. გონებრივი იერიშის რუკის სქემა
2 წთ

აქტივობა N4 , ტექსტის კითხვა და ანალიზი.
ტექსტს თავდაპირველად კითხულობს მასწავლებელი, შემდეგ   ვაკითხებ  რამდენიმე მოსწავლეს (გაგრძელებით) ტექსტის წაკითხვის შემდეგ აქტივობას ვახორციელებ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვსვამ სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვებს. რისი საშუალებითაც ვახდენთ წაკითხული ტექსტის გაგებასა და გააზრებას.
·         ვინ არიან ნაწარმოების მოქმედი პირები?
·          რა ურთიერთობაა მათ შორის?
·         რა დარგო პაპამ?
·         თქვენი აზრით რა მიზანი ჰქონდა პაპას, როდესაც რგავდა ნერგს?
·         რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მცენარეს? და არის თუ არა აუცილებელი ვიზრუნოთ გარემოს განაშენინებაზე და რატომ?
·         ხო ვერ გაიხსენებთ შესწავლილ ნაწარმოებს, სადაც კარგად ჩანს ის მოსალოდნელი საფრთხე, რაც  ტყის გაჩეხვას მოსდევს თან?  
·         თქვენი აზრით პაპის  ხასიათის რა თავისებურება შეგიძლიათ დაინახოთ მის ქმედებაში?
·         როგორ დაახასიათებდით გიას?
·         რა საფრთხე ემუქრებოდა ნერგს და რატომ ?
·         თქვენი აზრით გარდა იმისა, რომ ქარმა შეიძლება ზიანი მოგვაყენოს, შეუძლია თუ არა ქარს სარგებლობის მოტანა და როგორ? 
·         წელიწადის რომელ დროს ხდება მოქმედება?
·         რა თავისებურებით გამოირჩევა ეს დრო ?  
·          რომელი ბუნებრივ მოვლენების დასახელება შეგიძლიათ რომელიც დამახასიათებელია გაზაფხულისათვის?
·         თქვენი აზრით, რომელი ბუნებრივი მოვლენები მეორდება პერიოდულად, ერთსა და იმავე დროს?
მოსწავლეთა პასუხებს გავავრცობ  და ვავსებ ინფორმაციით, ვიყენებ power point ში გამზადებულ პრეზენტაციას ბუნებრივი მოვლენები. ვთავაზობ რამდენიმე ვიდეო მასალას, სადაც ასახულია სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენა.
 




კითხვა გაგრძელებით.
კითხვა- პასუხი.






საერთო საკლასო





სახელმძღვანელო. ტექსტი ,,პაპა და შვილიშვილი’’
პროექტორი.
Power point ში მომზადებულიპრეზენტაცია.
კომპიუტერი. ვიდეო რესურსი. 




15  წთ

აქტივობა N4  კლასს ვყოფ ჯგუფებად, ყველა ჯგუფს ვაძლევ საერთო პირობას,  დავხუჭოთ თვალები და ვიმოგზაუროთ გაზაფხულის ტყეში მაგრამ ერთმა  ჯგუფმა უნდა დაწეროს რა დაინახეს ტყეში მოგზაურობისას, მეორე ჯგუფმა- რა გაიგონეს, მესამე ჯგუფი გვიამბობს რა იგრძნეს, მეოთხე ჯგუფმა გვამოგზაუროს გაზაფხულზე  ტექსტის პერსონაჟებთან სოფელში.


თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი.

მუშაობა ჯგუფებში

სამუშაო ფურცლები. კალამი

15 წთ

აქტივობა N5 გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი ბოლოს მიმართავს კლასს. ჩვენ მიზნად გვქონდა  მიზნების მთის რამდენიმე გაჩერების  დალაშქვრა და მაინტერესებს რა შევძელით , რომელი მწვერვალის დაპყრობა შევძელით გაკეთილის ბოლოსათვის?
( თითოეული მიღწეული შედეგის დასტურად წერთ თითო ქულას , რომელითაც იწყობა ფაზლი. რომლის შევსების შემთხვევაში ვღებულობთ ფრაზას ჩვენ ეს შევძელით! )
  

ცოდნის გამთლიანება



საერთო საკლასო
  

ასაწყობი ფაზლი


3 წთ.


აქტივობა N6 მოსწავლეთა შეფასება ზეპირი განმავითარებელი კომენტარით. გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მოსწავლეთა პასუხებზე ხორციელდება შესაბამისი უკუკავშირი, გაკვეთილის ბოლოს კი მასწავლებელი შეაფასებს რამდენიმე მოსწავლე, რომელზეც  დაკვირვებას აწარმოებს გაკვეთილის მსვლელობის დროს.
 ზეპირი კომენტარი
 საერთო საკლასო. ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
1 წთ .

აქტივობა N7 საშინაო დავალების მიცემა . ტექსტი ეძლევათ წასაკითხად. სახლში დავალებად ეძლევათ  ტექსტი შინაარსობრივი ხარვეზებით , რომელიც უნდა გაასწორონ.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
 სახელმძღვანელო. დავალების ტექსტი.
1 წთ







შეფასების რუბრიკა
შეფასების საგანი
მაღალი
საშუალო
დაბალი

             კითხვა
კითხულობს თავისუფლად
და დამოუკიდებლად,  შესაბამისი ინტონაციით;
კითხულობს თავისუფლად, დამოუკიდებლად,უჭირს მხატვრულად კითხვა, შესაბამისი ინტონაციის დაცვით;
ვერ კითხულობს გამართულად , კითხვის დროს აკეთებს არალოგიკურ პაუზებს, უჭირს ზოგიერთი სიტყვის სწორად წაკითხვა ; 
ტექსტის გაგება-გააზრება
დამოუკიდებლად იაზრებს  ტექსტს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს, მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები.
იაზრებს ტექსტს, პასუხობს ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს, უჭირს არგუმეტირებული მსჯელობა.
უმეტესად უჭირს კითხვის გაგება და ვერ ახერხებს დასასბუტებულ მსჯელობაას.

პერსონაჟის დახასიათება 
ახასიათებს პერსონაჟსა თუ მის ქცევას , მოჰყავს არგუმენტები , შეუძლია პირადი შეხედულების თავისუფლად და ლოგიკურად გამოხატვა;
ახასიათებს პერსონაჟს , მსჯელობს რა მოეწონა ან რა არ მოეწონა მის ქცევაში , მაგრამ უჭირს  საკუთარი მოსაზრების არგუმენტირება
ვერ გამოხატავს საკუთარ შეხედულებას პერსონაჟის მიმართ, ორიენტირებულია მხოლად ზოგადი ცნებით ფრომურილებაზე( კარგია, ცუდია)











ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი

პირობის მოთხოვნების გააზრება
ჯგუფმა სწორად გაიაზრა პირობის მოთხოვნები
ჯგუფმა ნაწილობრივ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
ჯგუფმა ვერ გაიაზრა პირობის მოთხოვნები
დროის ლიმიტი
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
ჯგუფს უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს

თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურია. წევრებს შორის არის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურია. წევრები ცდილობენ პოზიტიურ და საქმიან ურთიერთობას.
ჯგუფის წევრები არ აქტიურობენ. არ შეიმჩნევა თანამშრომლობითი გარემო.
პრეზენტაცია
ჯგუფმა სრულად და გასაგებად ჩამოაყალიბა შესრულებული სამუშაო.
ჯგუფმა ნაწილობრივ ჩამოაყალიბა შესრულებული სამუშაო.
ჯგუფმა ვერ შეძლო დავალების წარდგენა






Комментариев нет:

Отправить комментарий